ზემო ლარსიდან შემომსვლელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზების გამოცხადების შემდეგ “ზემო ლარსიდან” შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
“მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო ხუთ დღეში იყო 5,5 ათასი. ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ გაიზარდოს. საჰაერო გზებით და სომხეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის. გუშინ წინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ 10 400, თუ არ ვცდები. გასვლით გადის შემომსვლელთა დაახლოებით 60 პროცენტი. კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს, რაც მეტი ადამიანი შემოვა ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს ან შეიძლება არ გაიზარდოს.” – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.