ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სოფელ კურდღელაურში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ იმსჯელეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე დამსწრეებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ზურაბ ალხანიშვილმა მიაწოდა.

 

მისი თქმით, კახეთი ერთ-ერთი შერჩეულ რეგიონთაგანია, სადაც რამდენიმე ეტაპად მოხდება სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა. შეხვედრები კი გაიმართება სოფლის თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში, შესაბამისად, შეხვედრაზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიღება მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, მათ შორის, ურბანული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების, მაღალმთიანი რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება.

 

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება.