ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავტოგასამართი სადგურების მონიტორინგის დაწყებას გეგმავს
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურების მონიტორინგის დაწყებას გეგმავს.
კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა კავშირში გაჩნდა, რამეთუ მონიტორინგის პრაქტიკა მათ ადრეც ჰქონდათ და ის კარგად მუშაობდა.
მისი თქმით, ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურებზე საწვავის ხარისხისა და სტანდარტების შემოწმებას გეგმავს. ვახტანგ იობაშვილის თქმით, მონიტორინგი გაერთიანების ფინანსური რესურსით მოხდება.