ახალი ამბები

თუშეთის გზაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტომობილი გადაბრუნდა

თუშეთის გზაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტომობილი გადაბრუნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, მანქანაში მჯდომი არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი, რომელიც თხრილიდან ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ამოიტანეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, თითქმის ერთი კვირაა, თუშეთში, მოქალაქეების კუთვნილი მიწების აზომვით სამუშაოებს ასრულებენ.