თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურა
თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურეს ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე – MUNDUS VINI Grand International Wine Award.
ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 31-ე დაჯილდოებაზე 130-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა ჯამში 33 ქვეყნის 4185 ღვინო შეაფასა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით.
წარდგენილი 10 ნიმუშიდან, ოქროს მედალი და ჟიურის დადებითი შეფასება მოიპოვა მარანის 8 დასახელების ღვინომ, აქედან 2012 წლის მარანი რეზერვი კი კიდევ უფრო მაღალი ჯილდოს, Best of Show Georgia Red – Grand Gold-ის მფლობელი გახდა!
გამარჯვებული ღვინოებია:
2012 Marani Reserve – Grand Gold – Best of Show Georgia Red
2020 Satrapezo Saperavi – Gold
2019 Satrapezo 10 Qvevri – Gold
2019 Satrapezo Mtsvane – Gold
2019 Marani Kondoli Vineyards Saperavi – Gold
2021 Marani Kondoli Vineyards Mtsvane-Kisi – Gold
2020 Marani Mukuzani – Gold
2020 Marani Saperavi – Gold