დავეხმაროთ ანას სწავლის დაფინანსებაში
ყვარლის მუნიციპალიტეტში, უდიური თემის სოფელ ზინობიანში მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ახალგაზრდას ანა აივაზაშვილს, სწავლის დაფინანსება ესაჭიროება.
მისი მეგობრების თქმით, ის ახლახანს ჩაირიცხა ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში, 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.
გოგონას მეგობრების თქმით, აღსანიშნავია, რომ ასეთი პატარა თემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჰყავდეს კარგი სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში. მით უმეტეს, ისეთი ადამიანების სახით, როგორიც ანაა.
,,ანას ესაჭიროება სწავლის დაფინანსება, რაც წელიწადში 3,950 ლარი ჯდება. თუ იცით რაიმე ორგანიზაციის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ, ვინც ამ თანხების (თუნდაც ნაწილის) მოძიებაში დაგვეხმარება, ან თუნდაც ერთ ლარს ჩარიცხავს ამ გოგონას ანგარიშზე. ამ ადამიანის ცოდნა გამოადგება არა მხოლოდ უდიურ თემს და მის მშობლიურ სოფელ ზინობიანს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და რეგიონს. გთხოვთ, გაუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თქვენს მეგობრებსა თუ ორგანიზაციებს”,- აცხადებენ ანას მეგობრები.
ანგარიშის ნომერი : GE93TB7625036515100045