ახალი ამბები

ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განახლდა შენობები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები და ღობეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარე სკვერს

ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის პირველი ეტაპით დაფინანსებული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია.

დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაგეგმილი სამუშაოებიც.