ახალი ამბები

თელაველი ახალგაზრდის, ქეთი ლეშკაშელის ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს

თელაველი, ქეთი ლეშკაშელის ფოტო, რომელიც უკრაინაში იბრძვის, პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე მოხვდა.

გოგონას ფოტოს პრეზიდენტი ავრცელებს.

„პროფესიით ექიმი ვარ. უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია. გამოგვყავს დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს“,– რუსეთ-უკრაინის ომში ყოფნის თავგადასავალზე 27 წლის თელაველი ქეთი ლეშკაშელი გვიყვება, რომელიც ქართული ლეგიონის წევრია.

ქეთი ორმაგი მოქალაქეობის უფლებით სარგებლობდა, ომის დაწყების დღეს კი რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და პასპორტი გაანადგურა.

ქეთი ლეშკაშელი ომის დაწყების დროს ბერლინში ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში ექიმად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში წასვლის შესახებ საელჩოდან ინფორმაცია ვერ მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა, საიდანაც ცხელ წერტილში გაემგზავრა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა.