ლაგოდეხში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ქალაქ ლაგოდეხში, ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ლაგოდეხის საინფორმაციო ცენტრი, DMO Visit Kakheti – კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ლაგოდეხში ტურიზმის ეროვნული პოლიტიკის დანერგვას, მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის სექტორში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას.
ცენტრში მოსულ ტურისტებს, საშუალება ექნებათ, არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, სრულ ინფორმაციას გაეცნონ. ასევე, ტურისტებს, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საინფორმაციო ბროშურებითა და რუკებით, რაც მოგზაურებს კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარება.”- აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

