ნავთობზე დაბალი ფასები სექტემბრიდან არის მოსალოდნელი
ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, ბარელზე ფასმა 100.0 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130.0 დოლარსაც აღწევდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფასები შედარებით შემცირებულია.
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 100.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ჯერ კიდევ აგვისტოში, სექტემბრის თვის საპროგნოზო საშუალო ფასი ბარელზე 102.0 აშშ დოლარი იყო. წინა პერიოდებთან შედარებით ნავთობის ფასების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია, რაც ნავთობის მარაგების ზრდის მოლოდინის შედეგი იყო. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მარაგების ზრდაა მოსალოდნელი, რომელიც 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. გარდა ამისა, ფასები კლება- მოთხოვნის მხარესაც უკავშირდება. კერძოდ, მაღალი ინფლაციის გამო ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიულ რისკებს ზრდას, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა. ეს კი ფასებზე კლების კუთხით აისახება.