ტროტუარსა და ზებრა გადასასვლელზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას
ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას.
ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.
კერძოდ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებით, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, ჯარიმები მკაცრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე.