ახალი ამბები

სოფელ კაბალში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება ესაჭიროება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ოჯახს არ აქვს საცხოვრებელი სახლი და შემოსავალი, რომ საჭმლის ყიდვა შეძლონ. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ფერი ისმაილოვა ავრცელებს.

,,ამ გოგოს ჰქვია აიშა ასკაროვა, არის 24 წლის, ჰყავს 5 შვილი, ერთი ბავშვი არის აუტიზმის მქონე. უფროსი შვილი არის 10 წლის. მისი 3 შვილი არის ბავშვთა სახლში. აიშას ქმარი კი ციხეშია, ოჯახში ძალადობის გამო პოლიციელმა დააკავეს. ოჯახს არ აქვს სახლი. აიშამ ქვა და ქვიშა იყიდა სახლის ასაშენებლად, მშენებლობაც დაიწყეს, მაგრამ არ აქვთ საშუალება გაგრძელების. აიშას 3 შვილის უკან დაბრუნება უნდა მაგრამ შემოსავალი არ აქვს, რომ არჩინოს ბავშვები. მისი ოცნებაა, რომ ააშენოს სახლი, სადაც ორი ოთახი მაინც იქნება და დააბრუნოს თავისი შვილები.

გარდა ამისა, ის თავის მცირეწლოვან ორ ბავშვთან ერთად სეზონურ სამუშაობზე დადის. მისი ქოხი, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ზამთრის იქ გატარება შეუძლებელია. ის დახმარებას ითხოვს. გთხოვთ დავეხმაროთ ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია”,– წერს ფერი.

თანხას აიშესთვის ფონდი ფემინე აგროვებს.

თიბისი ბანკი- GE32TB7664836020100005

საქართველოს ბანკი- GE69BG0000000103039370

დანიშნულება-აიშესთვის.