სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო.
ქალაქ წნორში არსებული ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა და ყურძნის მიღება მიმდინარეობს.
წელს, ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი რამდენიმე კერძო კომპანიაც განახორციელებს.
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი დაიხარჯება.
2022 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 25 000 ტონამდე რქაწითელის და 56 00 ტონამდე საფერავის მოსავალს ელოდებიან.