ახმეტის მუნიციპალიტეტში 213 ბენეფიციარს დახმარება გაეწია
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის აგვისტოს თვეში დახმარება გაუწია 213 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 33 183 ლარი.
კერძოდ: ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 57 ბენეფიციარს – 21 715 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 6 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 1 898 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის” დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 2 ბენეფიციარი -550 ლარით; პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 7 ოჯახი – 1 100 ლარი; 95 წელს გადაცილებულ 2 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 300 ლარის ოდენობით; დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 770 ლარით; ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 120 პირს დახმარება გაეწია – 6 000 ლარის ოდენობით; დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 7 ბენეფიციარს – 350 ლარიოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით.