რამდენი მართვის მოწმობა გაიცა გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების ვალდებულების ამოქმედებიდან
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მართვის მოწმობების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების ვალდებულება ამოქმედდა, 3 თვეში 3 529 მართვის მოწმობაა გაცემული. კერძოდ, მაისში – 2 188; ივნისში – 556; ხოლო ივლისში – 785. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება უწევთ.
რაც შეეხება ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ მონაცემებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
იანვარი – 3 340;
თებერვალი – 5 216;
მარტი – 5 722;
აპრილი – 5 357.