Eurobasket 2022 – საქართველო – ესპანეთი
დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს.
ბელგიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება სჭირდება. ილია ზუროსის გაწვრთნილ გუნდს თორნიკე შენგელიას შემდეგ, სავარაუდოდ გოგა ბითაძეც ვერ დაეხმარება, რაც საქართველოს ნაკრების მდგომარეობას უფრო ართულებს.
ილიას ზუროსი: “წინ კიდევ 4 მატჩია. მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ნაკრებებთან, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, ბოლო ორ მატჩში კი ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც, თუ გასვლა გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს დავთმობთ! იმედია, რომ მომდევნო მატჩში გოგაც იქნება და ტრიბუნებზეც ისეთივე საოცარი ატმოსფერო იქნება, როგორც – ბელგიასთან”.
სერჯო სკარიოლო: “რთული თამაში გველის ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც დიდი აუდიტორიის მხარდაჭერა ექნება და ეს ბელგიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ქართველ კალათბურთელებს პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდათ და ახლა სიკვდილზეც წავლენ, რათა შეცდომა ჩვენთან გამოასწორონ. ესპანეთის ნაკრების ამისთვის მზად უნდა იყოს”.
მიუხედავად დანაკლისისა, კარგ ფორმაშია სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ბელგიასთან შეხვედრაში 18 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად საქართველომ დარჩენილი 4 დან სამი თამაშის მოგება სჭირდება.