ახალი ამბები

დაჭრა დედოფლისწყაროში- თანასოფლელმა თანასოფლელს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანასოფლელმა თანასოფლელს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.

ფაქტი სოფელ ზემო ქედში, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთ- ერთმა ადგილობრივმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს დანა დაარტყა.

ამ დროისათვის, დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად კი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.