ახალი ამბები

სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.