ახალი ამბები

ჯანმომ ებოლას სამკურნალოდ ორ ახალ პრეპარატზე გასცა რეკომენდაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ორგანიზაციის პრესრელიზის მიხედვით, საუბარია mAb114 (Ansuvimab, Ebanga) და REGN-EB3 (Inmazeb) პრეპარატებზე, რომლებიც დაფუძნებულია მონოკლონურ ანტისხეულებზე.

რანდომიზებული კლინიკური კვლევების „სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის საფუძველზე, ჯანმო-მ გასცა ძლიერი რეკომენდაცია“ ამ პრეპარატების გამოყენების შესახებ ებოლას დაავადების დროს.

ჯანეტ დიაზმა, ჯანმო-ს კლინიკური დახმარების ხელმძღვანელმა, პარასკევს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Ansuvimab და Inmazeb პაციენტების სიკვდილიანობას 60%-ით ამცირებს. ეს წამლები გამოსცადეს აფრიკაში ებოლას ეპიდემიის დროს. კერძოდ, ყველაზე მასშტაბური კვლევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) ჩატარდა.