CDC: მაიმუნის ყვავილის ვირუსი შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთებზე დარჩეს
CDC: მაიმუნის ყვავილის ვირუსი შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთებზე დარჩეს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, მაიმუნის ყვავილის ვირუსი შეიძლება დარჩეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საგნებზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ვრცელდება ინფექცია ამ გზით.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული ორი პაციენტი, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ამბობენ, რომ ისინი ზედაპირებს დეზინფექციას უკეთებდნენ, ხელებს დღეში რამდენჯერმე იბანდნენ და რეგულარულად იღებდნენ შხაპს. მიუხედავად ამისა, სიმპტომების დაწყებიდან, 20 დღის შემდეგ, საყოფაცხოვრებო საგნების 70%-ზე ვირუსის არსებობა დადასტურდა. ამ საგნებს შორისაა დივნები, საბნები, ყავის აპარატი, კომპიუტერის მაუსი და შუქის ჩამრთველი.
თუმცა, ცოცხალი ვირუსი არც ერთ ნივთსა თუ ზედაპირზე არ აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზედაპირებიდან ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია. CDC ვარაუდობს, რომ დასუფთავებამ და დეზინფექციამ შესაძლოა, სახლში დაბინძურების ხარისხი შეამცირა.
კვლევა ერთი მხრივ, ნათელს ხდის მაიმუნის ყვავილის ვირუსის ქცევას, მაგრამ ასევე აჩენს კითხვებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მედისონ მიულერი.