სოფელ უჯარმაში, მდინარეში 16 და 20 წლის ახალგაზრდებს ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარეში დაკარგულ 16 და 20 წლის ახალგაზრდებს ეძებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდს, მდინარეში ჩასვლის დროს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, ძმა კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
სამაშველო სამსახურს, მათთან ერთად მყოფი ნათესავი დაუკავშირდა, რის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო ბრიგადა ჩავიდა.
დაკარგული ძმების ძებნის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.