უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ნათესავთან ერთად საბანაოდ იყვნებ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთ ძმას ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.