წელს რთველის სუბსიდირება მოხდება და 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება 90 თეთრი იქნება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც მოხდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. პრემიერის თქმით, არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
„მინდა ჩვენ მოქლაქეებს შევახსენო, რომ ძალიან მალე დაიწყება რთველი. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დარგია და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად მევენახეობა-მეღვინეობის დარგი. ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, 2012 წლამდე არათუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ გახსოვთ, რომ მთავრობა იყო პირდაპირ უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და ყურძნის არჩაბარებას. მდგომარეობა იქამდე მიჰყავდათ, რომ პრაქტიკულად ყურძნის ჩაბარება აზრს კარგავდა იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია. მევენახეები პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ ძალიან კაგრად გვახსოვს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მაგალითისთვის, თუ რამდენი ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დახლოებით 30 კომპანიამდე, წელს 300 კომპანიაზე მეტია და მათი წლიური შემოსავლები ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართულია დაახლოებით 25 000-მდე მევენახე, ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას.
რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩვენ, ბუნებრივია, ამის თაობაზე ვიმსჯელეთ, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რა თქმა უნდა, წელსაც მოვახსდენთ სუბსიდირებას. 1კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი. არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს, რეკორდულ მოსავალს ველოდებით, დაახლობით 300 000 ტონა მოსავალს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ყველა ამ გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძლედება სუბსიდირება.
მთავრობას სუბსიდირება ჯამურად დაუჯდება დაახლოებით 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი, ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და ზოგადად, დადასტურებულია, რომ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედაც ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის“.- განაცხადა რარიბაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრი, ოთარ შამუგია მიაწვდის.
„მაქსიმალურად იდეალურად უნდა იყოს ჩატარებული წლევანდელი რთველი, „რთველი 2022“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.