გურჯაანის მუნიციპალიტეტში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები სოფელ არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. ცივი იარაღით მკვლელობაც სწორედ იმ ადგილას მოხდა.
მოკლულის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.