ჯანმო-ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “მაიმუნებს არ ეკისრებათ”.
მედიის ინფორმაციით, ჯანმო-ს წარმომადგენელმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმები განხორციელდა.
“ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად და არა თავდასხმები განახორციელონ ცხოველებზე“, – აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.
ცნობისათვის, მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, სან-პაულოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ათი მაიმუნი მოწამლეს, მოგვიანებით მაიმუნების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც. ამ ქმედებებს შვიდი მაიმუნი ემსხვერპლა.