15 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება
2022 წელის 15 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში ღვინის მე-4 ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი ღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭას და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს.
მათივე თქმით, ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის, სპოტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის – დავით სონღულაშვილის ინიცირებით.
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ფესტივალი, 30000-ზ მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.