ახალი ამბები

10 აგვისტოს თელავში ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენება გაიმართება

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 10 აგვისტოს 18:00 საათზე, ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენება გაიმართება.

“სველი ქვიშა” დავიწყებულ ადამიანებს ეძღვნება. ეს არის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაში გატანჯულ თაობებს შთააგონებს და აძლევს ძალას, იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორითაც სურთ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან.