დასაქმების პროგრამით, რომელიც მარტში ამოქმედდა, 20 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით, რომელიც მარტში ამოქმედდა, 20 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა.
ჯანდაცვის უწყებას პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, 55 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. სოციალურად დაუცველები ძირითადად მუნიციპალურ ერთეულებში და სამინისტროების სხვადასხვა ქვედანაყოფებში დასაქმდნენ.
პროგრამა გრძელდება და სოციალურ დაუცველებს შესაძლებლობა აქვთ სამუშაოს მოთხოვნით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ან თუ უკვე მუშაობენ მათი საქმიანობა ოფიციალურად დააფიქსირონ. ასეთ შემთხვევაში მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება არ მოხდება და დახმარებაც ავტომატურად შეუნარჩუნდებათ.