ახალი ამბები

მაშველებმა ყვარელში ლეკვი გადაარჩინეს

მაშველებმა ყვარელში ლეკვი გადაარჩინეს.

გუშინ, ღამის საათებში, ყვარელში მცხოვრებმა ნათია ბეუქლიშვილმა სამაშველო სამსახურს მიმართა, რათა საპირფარეშოში ჩავარდნილი ლეკვის სიცოცხლე გადაერჩინათ.

“სამაშველო სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა, გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც აუცილებლად დაიღუპებოდა თუ იქ დავტოვებდით”,-განაცხადა ნათიამ.