10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა ან გაიაფდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. სანოტარო გადასახდელი – ფასი გაიზარდა 95.6%-ით;
2. სიმინდის ფქვილი – 64.0%-ით;
3. პომიდორი – 61.4%-ით;
4. დიზელის საწვავი – 61.0%-ით;
5. ყურძენი – 57.0%-ით;
6. ასლის გადაღება – 50.3%-ით;
7. საზამთრო – 47.8%-ით;
8. მარგარინი – 47.7%-ით;
9. ხახვი – 45.7%-ით;
10. მანდარინი – 44.7%-ით;
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. კომბოსტო – ფასი შემცირდა 32.6%-ით
2. კიტრი – (-31.7)%-ით;
3. წიწაკა – (-28.1)%-ით;
4. ჭარხალი – (-22.4)%-ით;
5. მამაკაცის შარვალი – (-22.0)%-ით;
6. კარტოფილი – (-19.7)%-ით;
7. ბადრიჯანი – (-17.6)%-ით;
8. კომპიუტერი – (-17.3)%-ით;
9. მსხალი – (-16.1)%-ით;
10. ქალის ქვედაკაბა – (-15.9)%-ით;