ახალი ამბები

ეკა ლალიაშვილი-აგრესიულ მძღოლებს ქულები უნდა ჩამოვაკლოთ

“აგრესიულ მძღოლებს, რომლებიც სიჩქარეს აჭარბებენ და მაგალითად, მანევრირების წესებს არღვევენ, ქულები უნდა ჩამოვაკლოთ, რადგან მათთვის არ არის შემაფერხებელი ფაქტორი მხოლოდ ფულადი ჯარიმა. მეტიც მზად არიან გადაიხადონ და სანაცვლოდ ადრენალინი და სიამოვნება მიიღონ,” – ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დასჯადი გახდეს ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას.

“ქულების ჩამოკლება არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან ამ კატეგორიიის მძღოლებს წესით არ უნდა უღირდეთ ადრენალინის გამო მართვის მოწმობის დაკარგვა. კანონპროექტის შედეგად კი, საპატრულო პოლიცია იმოქმედებს უფრო აქტიურად. ექნებათ აღსულების ბერკეტი და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთოხება. წლებია ვიცით ლოკაციები, სადაც ხდება უკანონო რბოლები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და გარდა ამისა, ხმაურს იწვევს. ადამიანებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ღამის საათებში ამის მოსმენა. მაგრამ ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული იყო ის ჯგუფი, ვინც ამას აკეთებს,” – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ჩანაწერი იყო გასაძლიერებელი, გასაღრმავებელი და მალე ეს ჩანაწერიც შევა ძალაში.

“ამ კანონპროექტის მიზანია გადაგვირჩნენ ადამიანები, სტატისტიკურად, 449 ადამიანი იღუპება წლის განმავლობაში ე.წ. დრიფტაობის გამო და 7 700 ადამიანი ტრამვას იღებს, არადა ჩვენ ამის თავიდან აცილება შეგვიძლია,” – განაცხადა ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა.