სიღნაღში მცხოვრები სპორტსმენები წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორი სპორტსმენი, ცოტნე ბეჟაშვილი და ჯიმი ნანდოშვილი წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.
შეჯიბრი 2- 7 აგვისტოს ქალაქ ბუდაპეშტში(უნგრეთი) ipf-ის ვერსიით სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღელი სპორტსმენები ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან.