გურჯაანში მკლავჭიდელთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
გურჯაანის სპორტკომპლექსში გურჯაანელი მკლავჭიდელის, ზვიად შანყულაშვილის სახელობის მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა და ჯამში 5 მედალი, მათ შორის, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელი თენგო ნაცვლიშვილი (80 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთიკო რაქვიაშვილმა (60 კგ)და გიორგი წიკლაურმა(70 კგ).
მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გახდნენ ნოდარ შანყულაშვილი (60 კგ) და ზაზა ლომიძე (მძიმე წონით კატეგორია).
ტურნირის ფარგლებში, ასევე ჩატარდა “ვენდეტა”, რომელშიც სამი გურჯაანელი მკლავჭიდელი მონაწილეობდა და სამივემ წარმატებას მიაღწია. “ვენდეტაში” გამარჯვებულები და პირველი ადგილის მფლობელები არიან – ნიკა ქევხიშვილი, ლევან საკაშვილი და თენგო ნაცვლიშვილი.
ტურნირი ა(ა)იპ “გურჯაანის სპორტული გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.