ახალი ამბები

სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება

13 აგვისტოს, მუსიკოსთა კავშირის „ZMG-ART“, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და DMO – „Visit Kakheti“ –ის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, ლევან ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, დათო ლომიძე, დავით ქარჩავა, გიორგი კობახიძე.

ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა 18:00 საათზე, ხოლო კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.