საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 78 ათასით გაიზარდა
საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს 78 000-ით გაიზარდა. შედეგად, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მოძრავი მანქანების რიცხვმა 1.25 მილიონს მიაღწია.
შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ავტოპარკი ასე ნაწილდება:
● მსუბუქი ავტომობილები – 1.25 მილიონი, მატება წინა წელთან 78 ათასი ერთეული;
● სატვირთო – 108 ათასი, მატება წინა წელთან 5 ათასი ერთეული;
● სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) – 54,7 ათასი, მატება წინა წელთან 1.2 ათასი ერთეული;
● სპეც დანიშნულების – 59.8 ათასი, მატება წინა წელთან 4.6 ათასი ერთეული.
მფლობელობის მიხედვით 1.31 მილიონი ავტომობილი ფიზიკურ პირებს, 162 ათასი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით.