ასოციაცია: ცემენტის 400 ნიმუშიდან 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციამ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების აკრედიტებულ ლაბორატორიებში ცემენტის 400-მდე ნიმუშის ტესტირება მოახდინა.
კვლევის მიხედვით, დაახლოებით ერთი მესამედი (35%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413). საგანგაშოა, რომ 65%-მა ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები – რაც დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით.
მე-12 ფარული ტესტირების შედეგად – 20 ნიმუშიდან, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტის მოთხოვნები, 75% წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, მათ შორის ექვსმა კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა) აჩვენა. 12 ნიმუშიდან ხუთი (42%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, ხოლო 4 ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ადგილობრივი კლინკერის ბაზაზე. ყოველივე ზემო აღნიშნული მიანიშნებს რომ მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს: ხარისხიანი შეფუთული ცემენტის ფასი ~16 ₾/ტომარა ცემენტი რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს ~15 ₾. კრიტიკულად დაბალი ხარისხის ცემენტის ფასი ~17 ₾. ასოციაციის ინფორმაციით, საშუალოდ მომხმარებელმა თითო უხარისხო ტომარაზე დაზოგა 22%, თუმცა საშუალოდ 50% ით ნაკლიებ ხარისხიანი პრდუქტი მიიღო. “სტატისტიკა ამყარებს ზემოაღნიშნულ დასკვნებს და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. შემოწმებული 32 ნიმუშიდან 24 წარმოებულია 12 ადგილობრივი კომპანიის მიერ, 8 – ოთხი თურქული კომპანიის მიერ. 1 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
2022 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია უვარგისი და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით. საქართველოს ესაჭიროება ხარისხიანი სამშენებლო მასალა სამართლიან ფასად. მომხმარებელი მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს, რომ ასეთი პროდუქციის შეძენისას მას არ ატყუებენ.
მთავრობამ პროაქტიულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესრულება და მომხმარებელთა უსაფრთხოება,”-აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე ინფორმაციით,კვლევის დეტალური შედეგები, მათ შორის კომპანიების სახელები და მათ შესახებ ინფორმაცია, გადაეგზავნება პასუხისმგებელ უწყებებს – მათი მოთხოვნის საფუძველზე – შემდგომი ქმედებების უზრუნველსაყოფად.
“იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს სამშენებლო მასალების ჯანსაღი სექტორი, რომელიც მდგრადად უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას, საქართველოს ცემენტის ასოციაცია ასევე ხელს უწყობს: ცემენტის და ბეტონის გამოყენების მაქსიმალურ უზრუნველყოფას, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს; გარემოსდაცვითი, ეტიკეტირებისა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების თანაბარ უზრუნველყოფას ყველა მწარმოებლის შემთხვევაში;
მოცემული სექტორის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდას,”-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.