თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდება
ქალაქის თელავის გარდა, მულტიფუნქციური ენერგოეფექტური სკამები უკვე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსდება და დამონტაჟდება.
პროექტის განსახორციელებლად თანხის მობილიზების მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა.
“ენერგოეფექტური სკამები წარმატებული პროექტია, რომელიც ტურიზმის, ურბანული ტერიტორიების განვითარებას, კულტურული, ისტორიული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს”,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.