თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ახალგაზრდა ხელოვანის, გიორგი კიკაძის ნამუშევრების გამოფენა
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, გაიხსნა ახალგაზრდა მოქანდაკე-მხატვრის გიორგი კიკაძის ნამუშევრების გამოფენა.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი არის მხატვართა კავშირის და იმერეთის მხატვართა კავშირის წევრი.
იგი 2009 წელს 15 წლის ასაკში ჩაირიცხა მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდიაში. მას თბილისში ჰქონდა 2 პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში.
გამოფენა გაგრძელდება 6 აგვისტოს ჩათვლით.