სიღნაღში ART Festival გაიმართება
2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღში ART Festival გაიმართება, რომლის მიზანიც მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, წელს, საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა.
,,ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები. მონაწილეობის პირობები: ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებს. ფესტივალის ხანგრძლივობა-5 დღე. საფესტივალო 5 დღის მანძილზე მხატვრებსა და მოქანდაკეებს ყველა პირობა ექნებათ შექმნილი საკონკურსო ნამუშევრის შესაქმნელად. Signagi ART Festival-ის დაჯილდოების ცერემონიალი 26
აგვისტოს გაიმართება და გაიცემა ორი პრემია 5000-5000 ლარის ოდენობით, ფერწერასა და ქანდაკებაში. მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3S4clm6.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მოკლე სიას (short list) შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური. კონკურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან თბილისიდან ტრანსპორტირებით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამუშაო მასალით. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 აგვისტოს 20:00 საათი.
Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.