ახალი ამბები

მომღერალი და გურჯაანის თოჯინების თეატრის მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ანსამბლ “ხარებას” მომღერალი და გურჯაანის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი უჩა ვალიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. უჩას თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კი ბოლო პერიოდში თურქეთში მკურნალობდა.

უჩას დასახმარებლად, მისი მეგობრები სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციას ატარებდნენ და აგროვებდნენ თანხას მისი მკურნალობისთვის. ამაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და ცნობილმა სახეებმა მიიღეს. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

knews.ge სამძიმარს უცხადებს უჩას ოჯახის წევრებს და მის ახლობლებს.