ახალი ამბები

თელავში ტაქსის გამოძახების სერვისმა ,,მაქსიმი” დაიწყო მუშაობა

თელავში ტაქსის გამოძახების სერვისმა ,,მაქსიმმა” დაიწყო მუშაობა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებლები ავტომობილით არა მხოლოდ კომფორტულად, არამედ ხელსაყრელ ფასადაც მგზავრობენ. მათივე თქმით, ღირებულება 2 ლარიდან იწყება, ფასი ცნობილია მარშრუტის მითითებისთანავე, ის არ არის დამოკიდებული საგზაო სიტუაციაზე და მგზავრობის ბოლოს არ შეიცვლება, ამიტომ მგზავრებს მარტივად შეუძლიათ საკუთარი ხარჯების დაგეგმვა.

,,გარდა ამისა, შესაძლებელია რამდენიმე მისამართისგან რთული მარშრუტების შედგენა; გადაადგილებისას მარშრუტის შეცვლა; ავტომობილის გამოძახება როგორც უახლოესი დროისთვის, ასევე წინასწარ; მგზავრობის დროს გადაადგილების ბმულის იმ ადამიანისთვის გაგზავნა, ვისაც გინდათ გაუზიაროთ თქვენი ადგილმდებარეობა. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია აპლიკაციაში „მაქსიმი“ taximaxim.com/m  და საიტზე taximaxim.ge

მძღოლებს ვთავაზობთ შეკვეთების შესრულებას ხელსაყრელი პირობებით. მათ შეუძლიათ სერვისით სარგებლობა ძირითად საქმედ აქციონ ან თავისუფალ დროს იმუშაონ. თანხის გამომუშავების დასაწყებად საჭიროა აპლიკაცია Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვა და რეგისტრაციის გავლა , აცხადებენ კომპანიაში.