ლაგოდეხში ესპანური ჯიშის საზამთროს მოყვანა დაიწყეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ესპანური „სანდისიმას“ ჯიშის საზამთროს მოყვანა დაიწყეს.
საზამთროს წარმოება ფერმერმა ივა ჭყონიამ დაიწყო, რომელიც კახეთში ასევე ლოკოკინების და სალათის ფურცლების წარმოებით არის დაკავებული მისი თქმით, აღნიშნული ჯიშის საზამთრო განსაკუთრებული გემოს მქონე, მცირე ზომის, თხელკანიანი, უკურკო პროდუქტია.
საზამთრო ნახევარ ჰექტარზე აქვთ გაშენებული და წელს 10 ტონამდე მოსავალი მიიღეს.