ახალი ამბები

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 508 პირი.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 245 ტესტი.