მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს
მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც აღიარებს, რომ სუბსიდირება დარგის განვითარებას ხელს არ უწყობს, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თეთრი ღვინის ექსპორტი შეფერხდა და დარგს დახმარება სჭირდება. ბიზნესის ნაწილი კი აღნიშნავს, რომ სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და მხარეებმა ბაზრების დივერსიფიკაციაზე იმუშაონ.