ბელარუსი, უკრაინა, საუდის არაბეთი – რომელი ქვეყნის ვიზიტორები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ქვეყნების მიხედვით ტურისტული შემოსავალით, პირველ ადგილზე რუსეთია, 247 149 ვიზიტორმა საქართველოში 219 მილიონი დოლარი დახარჯა, მეორე ადგილზე ბელარუსი ტურისტები არიან, რომლებმაც 123 მილიონი დოლარი დახარჯეს. თუმცა განსხვავებულია ქვეყნების ჩამონათვალი ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯის მიხედვით, აქ ბელარუსი ტურისტები ლიდორებენ 2922 დოლარით, ხოლო მეორე ადგილას უკრაინიდან შემოსული ვიზიტორები არიან, რომელთა საშუალო დანახარჯმა ერთ ადამიანზე 1523 დოლარი შეადგინა.
დანახარჯები Top 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:
1. რუსეთი – $219 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $885
2. ბელარუსი – $123 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $2,922
3. ევროკავშირი – $121 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $1,240
4. თურქეთი – $109 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $415
5. უკრაინა – $108 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $1,523
6. ისრაელი – $105 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $1,237
7. სომხეთი – $43 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $218
8. აზერბაიჯანი – $39 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $592
9. საუდის არაბეთი – $38 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $1,277
10. ირანი – $31 მილიონი, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი $838.