კახეთის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება, კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.