თელავში მშობელმა არასრულწლოვან ბავშვზე იძალადა
თელავის ერთ-ერთ მაღაზიაში მშობელმა არასრულწლოვან ბავშვზე იძალადა.
თვითმხილველების თქმით, 10 წლამდე ბავშვს მამა მაღაზიაში ფიზიკურად გაუსწორდა. ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ამჟამად მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.
როგორ განვითარდება მოვლენები, knews.ge შეგატყობინებთ.