თელავში კიკბოქსინგში რეგიონის პროფესიონალური ჩემპიონატი გაიმართა
თელავში, კიკბოქსინგში რეგიონის პროფესიონალური ჩემპიონატი ,,ივენთი პირველი” გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის კლუბი ,,მებრძოლი”, თელავის კიკბოქსინგის კლუბი ,,ჯორჯია”, გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბი ,,მგლები”, ახმეტის კიკბოქსინგის კლუბი ,,თუშეთი” და ყვარლის კიკბოქსინგის კლუბი ,,კახეთი” იღებდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს, თასები, მედლები და სიგელები თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა გადასცა. ჩემპიონატი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა.