“ხარებას” მომღერალს უჩა ვალიშვილს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, დახმარება ესაჭიროება
გურჯაანში ყველასათვის საყვარელ ადამიანს, სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობს, ქალაქ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ “ხარება”-ს მომღერალს, 35 წლის უჩა ვალიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
უჩას მეგობრების თქმით, ის მძიმე სენს ებრძვის. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე თვის წინ შეექმნა. ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე.
ბოლო პერიოდში მკურნალობას აგრძელებდა საქართველოში, თუმცა, მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, დაუყოვნებლივ, საჭირო გახდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. (ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო). ამჟამად მას უტარდება შესაბამისი პალიატრიული (მზრუნველობის) მკურნალობა, ქიმიოთერაპია და ა.შ. რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
დღემდე ჩატარებული ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯები უზრუნველყო ოჯახმა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ოჯახს ამოეწურა ყველანაირი რესურსი. იმისათვის, რომ უჩამ შეძლოს მკურნალობის გაგრძელება და ფინანსების გამო კლინიკამ არ შეუწყვიტოს მკურნალობა, მას ჩვენი დახმარება სჭირდება.
მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის თანადგომა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია უჩასთვის.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი #GE40BG0000000100947020 მიმღები: უჩა ვალიშვილი
თიბისი ბანკი #GE10TB7701536010300014 მიმღები: უჩა ვალიშვილი
პ/ნ: #13001013962