გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანში სამი არასრულწლოვანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციი, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. დაშავებული მოზარდები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, არასრულწლოვნებს ტვინის შერყევა აქვთ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.